რაფაელ ნადალმა დომინიკ ტიმი მძიმე ბრძოლაში დაამარცხა

მსოფლიოს პირველი ჩოგანი რაფაელ ნადალი ამერიკის ღია პირველობაზე ნახევარფინალში გავიდა. მეოთხედფინალში მან ავსტრიელი დომინიკი ტიმი 5 სეტში დაამარცხა და შეხვედრა 4 საათი და 54 წუთი გაგრძელდა.
მეხუთე სეტში ყველაფერი ტაი ბრეიკმა გადაწყვიტა, სადაც ნადალმა გადამწეყვეტ მომენტში უკეთ ითამაშა და გამარჯვებაც მოიპოვა. აღსანიშნავია ის რომ ნადალმა ზედიზედ მესამე რთული შეხვედრა ჩაატარა და სავარაუდოდ ის ნახევარფინალს ოპტიმალური კონდიციებით არ ხვდება.
ნახევარფინალში ნადალის მეტოქე არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო იქნება.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018