რუსთავში ხუთასამდე გერმანელი ტყვის ნეშტი აღმოაჩინეს

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 500-მდე გერმანელი ტყვის ნეშტს მიაკვლიეს. ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

სამუშაოები, რომელშიც რუსთავის ისტორიული მუზეუმის თანამშრომლებიც მონაწილეობენ, “გერმანელი სამხედრო ტყვეების საფლავებზე ზრუნვის სახალხო კავშირის“ ინიციატივით ტარდება.

გერმანიიდან დაბრუნებულმა ექსპერტმა სლუტც მიულერმა განაცხადა, რომ საფლავების მოძიება მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება.

„არცერთ ნეშტს, რომელიც აღმოვაჩინეთ, ძალადობის კვალი არ ემჩნევა, სავარაუდოდ ტყვეები ავადმყოფობამ ან შიმშილმა იმსხვერპლა“, – განაცხადა სლუტც მიულერმა.

გათხრები ტარდება ყოფილი სავენტილაციო ნაკეთობათა ქარხნის გვერდით, იქ, სადაც დანგრეული საწარმოს შენობები კიდევ შემორჩა. სლუტც მიულერი საძიებო სამუშაოებს მოლდავეთის რესპუბლიკაშიც ხელმძღვანელობს. სადაც, მისი ინფორმაციით, დღეისათვის 6 500 გერმანელი ტყვის ნეშტს მიაკვლიეს. მისი თქმით, რუსთავის ტერიტორიაზე ტყვეთა რამდენიმე ბანაკი არსებობდა.

„ტერიტორიზე, სადაც ახლა გათხრები განვაახლეთ, სავარაუდოდ, ტყვეთა დიდი სასაფლაო იყო“, – თქვა გერმანელმა ექსპერტმა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018