საბერძნეთში ქართველი ქალი მასაჟს აკეთებდა და კლიენტებს ძარცვავდა

საქართველოს მოქალაქის დანაშაულებრივი ქმედებები ხანიაში მას შემდეგ გამოააშკარავდა, რაც ერთ-ერთმა კლიენტმა სახლში ფარული ვიდეო კამერა დაამონტაჟა. ის სახლებში დადიოდა და ხალხს სპეციალურ სერვისს, მასაჟს სთავაზობდა, ამის პარალელურად კი მათ გაძარცვას ახერხებდა.

52 წლის ქართველი ქალი კლიენტებს თავს პროფესიონალ მასაჟისტად აცნობდა და მათთან სახლებში მიდიოდა. როდესაც ერთ-ერთ მათგანთან ბოლოს მივიდა, კლიენტმა მისი მახეში გაბმა გადაწყვიტა და დამონტაჟებულ კამერაზე გამოჩნდა, თუ როგორ იპარავდა და მალავდა ის თანხას.

წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ მას სახლებიდან დიდი რაოდენობით თანხა და ძვირფასეულობა ჰქონდა მოპარული. საქმემ ხანიის სასამართლომდე მივიდა.

52 წლის ქართველი ქალი ძარცვაში დამნაშავედ სცნეს, თუმცა, მან განაჩენი გაასაჩივრა, რის შედეგადაც, მომდევნო პროცესამდე გაათავისუფლეს, რომელსაც უზენაესი სასამართლო ჩაატარებს.

გეორგიანს.გრ

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018