სალომე ზურაბიშვილის მომხრეებმა და მოწინააღმდეგეებმა ქუთაისში ერთმანეთს აგინეს

სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის პარალელურად, ქუთაისში, თეატრის წინ აქცია მიმდინარეობდა, რის გამოც პრეზიდენტობის კანდიდატმა მთავარი შესასვლელით არ ისარგებლა და შენობა სათადარიგო გასასვლელით დატოვა.

აქციის მონაწილეები ზურაბიშვილისგან მოითხოვდნენ პასუხს კითხვაზე, ვინ დაიწყო ომი.

სალომე ზურაბიშვილმა ამ კითხვაზე არც ჟურნალისტებს უპასუხა და შენობა კომენტარის გარეშე დატოვა.

აქციის მონაწილების შეძახილებს სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერების განაწყენება მოჰყვა, რაც სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018