საქართველოში ქალის საშუალო ანაზღაურება კაცისაზე 490 ლარით დაბალია

2018 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიურმა ანაზღაურებამ საქართველოში 1.103.5 ლარი შეადგინა, – წინა კვარტალთან შედარებით, საშუალო ანაზღაურება 44 ლარით გაიზარდა.

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ქალისა და კაცის ანაზრაურება საქართველოში ტრადიციულად განსხვავდება ერთმანეთისგან და ქალის ანაზღაურება ჩამოუვარდება კაცისას.

დაქირავებით დასაქმებული ქალის საშუალო თვიური ანაზღაურება საქართველოში 2018 წლის მეორე კვარტალში 844 ლარი იყო, ხოლო კაცის – 1.334 ლარი.

ქალის ანაზღაურება კაცისას თითქმის ყველა სექტორში ჩამოუვარდება: თუ საფინანსო საქმიანოაბში ქალის საშუალო ხელფასი თვეში 1.522.8 ლარია, კაცის 3.861 ლარია.

განათლების სფეროში ქალები საშუალოდ თვეში 570 ლარის ანაზღაურებას იღებენ, კაცები კი 689 ლარს.

სექტორი, რომელშიც ქალებს ანაზღაურება თითქმის უტოლდება მამაკაცთა ანაზღაურებას, არის სახელმწიფო მმართველობა. ქალების საშუალო ხელფასია 1.296 ლარი, ხოლო მამაკაცების 1.298 ლარი.

ერთადერთი სექტორი, სადაც ქალების საშუალო ხელფასი აჭარბებს მამაკაცების საშუალო ხელფასს არის ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოებისა და განაწილების სექტორი.
აქ ქალების საშუალო ხელფასი 1.332 ლარს უტოლდება, როცა მამაკაცების ხელფასი 1.232 ლარია.

ბიემჯი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018