საქართველო რუსი ბიზნესმენის რუსეთში ექსტრადირებას აპირებს

რუსი ბიზნესმენის, ანტონ აგაფონოვის ექსტრადირების შესახებ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო. თავად აგაფონოვი ამბობს, რომ რუსეთში მას წამება ემუქრება. რუსეთის მოქალაქე, მის დევნაში ფსბ-ს ადანაშაულებს.

აგაფონოვის ადვოკატები უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილების ევროსასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ.

ბიზნესმენი ამბობს, რომ მის საქმეში რუსი გენერალი ფიგურირებს, რომელიც მისი ბიზნესპარტნიორი იყო და ქვეყანა თავის დროზე სწორედ ამ ზეწოლის გამო დატოვა, ახლა კი ექსტრადირების შემთხვევაში მას შესაძლოა, რუსული სპეცსამსახურებისგან ანგარიშსწორება დაემუქროს.

„ამჟამად რუსეთში არის ტოტალიტარული წყობა, რომელიც სრულად არის მორგებული ხელისუფლების ორგანოებზე და ადამიანებს იქ არანაირი უფლებები არ აქვთ. ცხადია, თუ ჩემი ექსტრადირება მოხდება, შეიძლება ჩემ მიმართ განხორციელდეს არაადამიანური ქმედებები. ვთხოვ საქართველოს სახელმწიფოს, დამიცვას,“- განაცხადა ანტონ აგაფონოვმა.

ანტონ აგაფონოვი საქართველოში 2012 წლიდან ცხოვრობს, თუმცა სამართალდამცველებმა ის 9 თვის წინ რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018