სოსო ორჯონიკიძის რძალს, ნინუცა ბიბილეიშვილს, ანუკი არეშიძის კაბა აცვია

მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბილ ვარ­სკვლა­ვებს ერ­თნა­ირ კა­ბებ­ში ხში­რად ნა­ხავთ. ეს ტრენ­დი კი კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა, მა­ყუ­რე­ბელ­მა თუ მკი­თხველ­მა თა­ვად გა­და­წყვი­ტოს, რო­მელ ვარ­სკვლავს უფრო უხ­დე­ბა ერთი კონ­კრე­ტუ­ლი კაბა.

ჩვე­ნი ყუ­რა­დღე­ბა ამ­ჯე­რად ახალ­ბე­და ტე­ლე­წამ­ყვა­ნის ნი­ნუ­ცა ბი­ბი­ლე­იშ­ვი­ლი-ორ­ჯო­ნი­კი­ძის ჩაც­მუ­ლო­ბამ მი­ი­პყრო. ის ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ახა­ლი სა­ხეა და ცოტა ხნის წინ გა­მოჩ­ნდა “სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის” გა­და­ცე­მა­ში.

ნი­ნუ­ცა ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის მი­ლი­არ­დე­რის, მოს­კო­ვის ყო­ფი­ლი ვიცე-მე­რის სოსო ორ­ჯო­ნი­კი­ძის რძა­ლია. ორ­ჯო­ნი­კი­ძე ქარ­თულ მე­დი­ა­ში ფაქ­ტობ­რი­ვად არ ჩნდე­ბა, მისი ბიზ­ნე­სე­ბი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი და პრეს­ტი­ჟუ­ლი კომ­პლექ­სის, King David-ის შე­სა­ხე­ბაა ცნო­ბი­ლი.

ნი­ნუ­ცა ორ­ჯო­ნი­კი­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უმ­შვე­ნი­ე­რე­სი ფო­ტო­ე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც მას ზუს­ტად ისე­თი კაბა აც­ვია, რო­მე­ლიც ანუ­კი არე­ში­ძეს 2018 წლის გა­ზა­ფხუ­ლი-ზა­ფხუ­ლის კო­ლექ­ცი­ა­ში ჰქონ­და წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

ანუ­კის ზე­მოთ­ნახ­სე­ნე­ბი კო­ლექ­ცი­ის ჩვე­ნე­ბა მი­ლან­ში 2017 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე შედ­გა. ეს ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რის მე­ო­რე ჩვე­ნე­ბა იყო მი­ლა­ნის მო­დის კვი­რე­ულ­ზე, რო­მელ­საც დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა.

ამბები

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018