ტვინის კიბოთი დაავადებული 2 წლის ბავშვისთვის მთელმა ცინცინატიმ შობა წინასწარ აღნიშნა – ვიდეო

აშშ-ში, შტატ ოჰაიოს ქალაქ ცინცინატიში შობა-ახალი წელი სტანდარტულზე რამდენიმე თვით ადრე დადგა.

24 სექტემბერს შობა-ახალი წელი 2 წლის ბროდი ალენისთვის “მოიყვანეს”, რომელსაც ექიმება ტვინის იშვიათი სახეობის კიბო დაუდგინეს.

ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს.

ათასობით ადამიანმა ორი წლის ბიჭისთვის სახლები გირლიანდებით მორთო, ქალაქში სანტა-კლაუსი და ელფებიც გამოჩნდნენ.

გასულ თვეს ბროდი ალენის მშობლებმა შეიტყვეს, რომ მათ შვილს 2 თვის სიცოცხლე ჰქონდა მხოლოდ დარჩენილი. ექიმების თქმით, რადიაციული დასხივებით მკურნალობას ბავშვი მცირე ასაკის გამო ვერ გაუძლებდა. მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ შვილის გამო შობა-ახალი წელი ნაადრევად ეზეიმათ და ფეისბუქში პოსტი დაწერეს.

პოსტში ისინი მეზობლებსა და ადგილობრივ კომუნას ღონისძიების ორგანიზებაში დახმარებას სთხოვდნენ.

მთელმა ქალაქმა გადაწყვიტა, რომ ორი წლის ბროდი ალენისთვის სახლები საახალწლოდ გაეფორმებინა.

ღონისძიება მხოლოდ ამით არ შემოიფარგლა. მალე ორი წლის ბროდმა საშობაო მისალოცი ბარათები მთელი ქვეყნიდან მიიღო.

იმედინიუსი

Town celebrates Christmas early for 2-year-old with cancer

This Ohio town celebrated Christmas a few months early this year for a 2-year-old with brain cancer

Gepostet von CNN am Dienstag, 25. September 2018

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018