ტომას ტუჰელი: ”მარცხი არ დაგვიმსახურებია”

პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუჰელმა განაცხადა რომ მის გუნდს ლივერპულთან მარცხი არ დაუმსახურებია და მათ უბრალოდ არ გაუმართლათ. ტუჰელის აზრით შეხვედრა ფრედ უნდა დასრულებულიყო:
”პირველ ტაიმში ორი გოლი არ უნდა გაგვეშვა, რადგან თამაში თანაბარი იყო. მეორე ტაიმში ლივერპულმა გვაჯობა, მაგრამ მაინც ვთვლი რომ შეხვედრა ფრედ უნდა დასრულებულიყო. ვფიქრობ, ნეიმარს და მბაპეს უკეთ შეუძლიათ თამაში”–განაცხადა ტომას ტუჰელმა.
ლივერპულმა პსჟ ბოლო წუთზე გატანილი გოლის წყალობით 3:2 დაამარცხა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018