ტონი კროოსი: ”საფრანგეთთან უნდა მოგვეგო”

ერთა ლიგამ სტარტი აიღო და პირველივე ტურში ერთმანეთს გერმანიის და საფრანგეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა მიუნხენში გაიმართა და ფრედ 0:0 დასრულდა. მატჩის შემდეგ გერმანელების ერთ-ერთმა ლიდერმა ტონი კროოსმა განაცხადა რომ მისი გუნდი გამარჯვებას იმსახურებდა:
”ვფიქრობ რომ კარგად ვითამაშეთ და საკმაოდ ბევრი მომენტი შევქმენით მეტოქის კართან. დასანანია რომ გამარჯვება ვერ მოვახერხეთ, მაგრამ თამაშით მაინც კმაყოფილი ვარ. რაც მსოფლიო ჩემპიონატზე მოხდა, ეს მხოლოდ შემთხვევითობა იყო”–განაცხადა ტონი კროოსმა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018