ტრაგედია ვანში – ვინ არის ავარიისას დაღუპული დედა-შვილი

2 დღის წინ ვანში მომხდარმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. ვანი-ბაღ­და­თის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის მე­ხუ­თე კი­ლო­მეტრზე, სო­ფელ დი­ხაშ­ხოს გა­და­სახ­ვევ­თან ერ­თმა­ნეთს ორი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ე­ჯა­ხა.

37 წლის ქეთი ლომიძე და მისი 7 თვის ჩვილი “მერ­სე­დე­სის” მარ­კის ავ­ტო­მო­ბილ­ში მყო­ფი მეუღლესთან და ასევე მცირეწლოვან გოგონასთან ერთად იმყოფებოდნენ.

საბედისწერო შემ­თხვე­ვა სწო­რედ იმ დროს მოხ­და, რო­დე­საც ოჯახი ლა­ბა­ჯო­უ­რი­დან ქუ­თა­ის­ში ბრუნ­დე­ბო­და.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018