უნივერსიტეტების ტერიტორიაზე მოწევა შესაძლებელი ხდება

რიგი დაწესებულებების ტერიტორიაზე თამბაქოს მოხმარების შეზღუდვა ნაწილობრივ იხსნება.

შესაბამისი ცვლილება „თამბაქოს კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში შედის.

კერძოდ, კანონპროექტის მე-10 მუხლის (თამბაქოს მოხმარების შეზღუდვა) პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ყალიბდება იმგვარად, რომ შეზღუდვა იხსნება უმაღლესი საგანმანათლებლო, პროფესიული, სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებით; თუმცა ამისათვის დგინდება გარკვეული პირობები, რომლის თანახმად, ამ დაწესებულების ტერიტორიაზე თამბაქოს მოწევა დასაშვებია დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ სპეციალურად განსაზღვრულ ადგილას (ადგილებში) და ასეთი ადგილების რაოდენობა დაწესებულების ტერიტორიაზე არ უნდა აღემატებოდეს 3-ს, ხოლო თითოეული ადგილის ფართობი არ უნდა იყოს 20 კვადრატულ მეტრზე მეტი.

მოქმედი კანონით აღნიშნულ ტერიტორიებზე მოწევა აკრძალულია.

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორი საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტია.

ბიემჯი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018