ფინანსთა მინისტრი – ”მარიხუანის ექსპორტით მილიარდი ლარის მოგებას ვგეგმავთ”

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა “ქრონიკასთან” საუბრისას განაცხადა, რომ  სამედიცინო მიზნებისთვის მარიხუანის წარმოება მსოფლიოში წლიდან წლამდე იზრდება.

“ეს არის ძალიან მზარდი ბაზარი და ჩვენც ჩავერთვებით მასში. ჩვენ მილიარდი ლარის ექსპორტზე გასვლას ვგეგმავთ”, – განაცხადა მაჭავარიანმა, თუმცა დასძინა, რომ ეს ციფრი სუბიექტურია, რადგან ექსპორტის დათვლა უფრო რთულია ვიდრე “შიდა ციფრების”.

ფინანსთა მინისტრის თქმით, ზუსტად ის, რომ კანაფის ექსპორტი ახალი დარგია, საქართველოს აქვს შანსი დაიკავოს მოწინავე პოზიციები. “კანაფი კი არ გადაარჩენს საქართველოს, ინოვაციური მიდგომა გადაარჩენს”, – განაცხადა მაჭავარიანმა.

მინისტრის თქმით, კანაფის კონტროლის სააგენტო იქნება აბსოლუტურად გამჭირვალე, რომელიც დაარეგულირებს ლიცენზირებას.

30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ პარტია „გირჩის“ წევრების სარჩელი დააკმაყოფილა, რითაც კანაფის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელი გააუქმა.საკონსტიტუციო სასამართლომ კანაფის მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 2017 წლის 30 ნოემბერს გააუქმა.

იმავდროულად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე შსს-მ კანაფის მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ ახალი რეგულაციები მოამზადა.

იმედინიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018