ფინანსთა მინისტრი – “საექსპორტო სიაში მარიხუანა წამყვან პოზიციას დაიკავებს”

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანის პროგნოზით, მარიხუანამ შესაძლოა, საექსპორტო სიაში წამყვანი პოზიცია დაიკავოს.

ამის შესახებ მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ საქართველოში მარიხუანას საექსპორტო პოტენციალის და ქართული ეკონომიკისთვის შესაძლო სიკეთის შეფასებისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, ამ ინიციატივასთან დაკავშირებით მთავრობა მუშაობდა და ბევრ ექსპერტს შეხვდა.

„არის რამდენიმე ქვეყნის ძალიან წარმატებული მაგალითები, პრეცედენტები – ისრაელი, კანადა, რომელიც წამყვანია ამ სფეროში, გაერთიანებული სამეფო. ჩვენ შევეცადეთ, დღესაც იყო ამაზე მსჯელობა – რა ციფრი შეიძლება ვთქვათ; არ მინდა კონკრეტული ციფრი დავასახელო, მაგრამ ეს იქნება საკმაოდ მნიშვნელოვანი, საკმაოდ სოლიდური და არ გამოვრიცავ, რომ საექსპორტო სიაში, ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია დაიკავოს. ამას დრო უნდა; შევხედავთ, ეს ბაზარი ძალიან მზარდია; თვითონ სამედიცინო მიზნებისთვის მარიხუანა სულ უფრო და უფრო მეტად მოიხმარება. ხდება აბსოლუტურად ახალი პროდუქტების შექმნა ფარმაცევტიკაში, კოსმეტოლოგიაში… მე მგონი, ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, ამიტომ არასერიოზლი იქნება დღეს ციფრების დასახელება, მაგრამ ეს რომ სოლიდური და მატერიალური ციფრი არ იყოს, ამ ინიციატივას ჩვენ არ წამოვიწყებდით“, – განაცხადა მინისტრმა.

Bm.ge-ის კითხვა – მარიხუანას მოყვანის და ექსპორტის ბიზნესში უფრო ქართველ ბიზნესმენებზე დებს თუ არა ფსონს მთავრობა, რადგან უცხოელებზე მთავრობა მიწას არ ყიდის, მინისტრმა შემდეგი პასუხი გასცა:

„რასაკვირველია, ვიხელმძღვანელებთ სწორედ რომ ადგილობრივი წარმოების და ბიზნესის წახალისებისთვის“, – აღნიშნა მინისტრმა და დასძინა, რომ ლიცენზირების ძალიან მკაცრი პირობები იმოქმედებს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018