”ფინანსთა სამინისტროს 1 საათი მივეცით ვადა, მერე უკვე ჩვენ ვიცით!” – გადამზიდავების პროტესტი გრძელდება

ხორბლის სახმელეთო გზით შემოტანის აკრძალვას ფინანსთა სამინისტრო დროებით აჩერებს. ხორბლის სახმელეთო სატრანსპორტო გადაზიდვები რამდენიმე თვით ისევ გაგრძელდება.

მანამდე კი ფინანსთა მინისტრი ხორბლის გადამზიდავებს მოლაპარაკებებს სთავაზობს. წინადადება დღეს ვანო მაჭავარიანმა აქციის რამდენიმე მონაწილეს ფინანსთა სამინისტროში შეხვედრაზე გააცნო და უწყების ხელმძღვანელი პასუხს მძღოლებისგან ელოდებოდა.

ვანო მაჭავარიანის განცხადებით, ხორბლის სახმელეთო გზით გადაზიდვის აკრძალვა სამი თვით გადაიდება.

ხორბლის გადამზიდავებისთვის ფინანსთა სამინისტროს შეთავაზება მიუღებელია. ისინი სახმელეთო გზით შემოტანის აკრძალვის მუდმივად გაუქმებას ითხოვენ. მათი განცხადებით, მინისტრმა ხორბლის გადაზიდვის უფლება მათ მხოლოდ სამი თვით მისცა, სამი თვის შემდეგ კი იმავე პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან.

„ფინანსთა სამინისტროს მიეცა ერთი საათის ვადა, რომ პასუხი გვითხრან ან ხო, ან არა. თუ არას იტყვიან მერე უკვე ჩვენ ვიცით რას ვიზამთ“-ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

მათი თქმით, თუ აკრძალვის გადაწყვეტილების ანულირება არ მოხდება აქციები ფართომასშტაბიან სახეს მიიღებს და ფინანსთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნასაც დააყენებენ.

რუსთავი 2

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018