ფოთში აფეთქებისას დაშავებული კაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა

ფოთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული კაცი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში ადასტურებენ.

“კაცი ფოთის კლინიკიდან კატასტროფის სამსახურმა გადმოიყვანა, დიაგნოზით დაუზუსტებელი ფეთქებადი ნივთიერების მიერ მიყენებული სხეულის მრავლობითი დაზიანება, ქალა-ტვინის ტრავმა, თავის ტვინის დაჟეჟილობა, თავის ტვინის შეშუპება, ტრავმული სისხლჩაქცევა, გულმკერდის დახურული ტრავმა, ფილტვების დაჟეჟილობა, მარჯვენამხრივი პნევმოთორაქსი. ავადმყოფს ჩაუტარდა ტრეპანაცია, პლევრის ღრუს დრენირება, წინამხრის ამპუტაცია, იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. თუმცა, ტრავმა აღმოჩნდა სიცოცხლესთან შეუთავსებელი, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი. ცხედარი გადასვენებულია ექსპერტიზის ბიუროში,”-აცხადებს რეფერალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი სულხან ორჟონია.

შემთხვევა ფოთში 5 სექტემბერს მოხდა. ადგილზე დაიღუპა 41 წლის კაცი. სამი ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი კი მძიმედ დაშავდა. დაშავებულთაგან ერთი ქუთაისში გადაიყვანეს. მეორე საავადმყოფოდან მალევე გაწერეს. მესამე დაშავებული კი, რომელიც ზუგდიდში იყო გადაყვანილი, დღეს გარდაიცვალა.

იმედინიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018