ქუმსიშვილი – ”მივმართავ სასამართლოს და პროკურატურას”

ყოფილი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებულ საკითხზე ბოლო პერიოდში გავრცელებულ ჩანაწერებს ეხმაურება და მისი გვარის გამოყენებას მიუღებელს უწოდებს.

როგორც ქუმსიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, „აბსოლუტურად ემიჯნება მთელ ამ პროცესს“.

„გუშინ და დღეს მე მოვისმინე აუდიოჩანაწერები, რომელშიც ისმოდა ჩემი გვარი და გამოყენებულია ჩემი გვარი აშკარად უკანონო გამოძალვისთვის. ეს ჩემთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი. აბსოლუტურად ვემიჯნები მთელ ამ პროცესს. ჩემი ადვოკატი გააკეთებს ჩვენს იურიდიულ ქმედებებზე განცხადებას. ჩვენ აუცილებლად გადავდგამთ ნაბიჯებს და მივმართავთ როგორც სასამართლოს პატივისა და ღირსების შელახვისთვის, ასევე პროკურატურას – თაღლითობის ნაწილში.

მე ვფიქრობ, რომ იქნება ორი იურიდიული ქმედება: ერთი სავარაუდოდ, ზაზა ოქუაშვილის მიმართ ჩემი სახელის და რეპუტაციის შელახვის გამო და მეორე – ლევან ყიფიანთან მიმართებაში,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018