“შენ და გულორდავამ ჩემი ყ… გამიკეთეთ, ფული აიღეთ და არაფერი გაგიკეთებიათ”- სავარაუდო კორუფციული გარიგება ზუგდიდის მერის მონაწილეობით

ახალი დეტალები და სკანდალური ჩანაწერი ზუგდიდის მერის, სავარაუდო კორუფციული გარიგებების შესახებ. “კურიერი” ავრცელებს ფარულ ჩანაწერს სადაც ერთ-ერთი ბიზნესმენი მერს კორუფციაში ამხელს და მისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს.

როგორც “ნიუპოსტს” წყარო უყვება, ბიზნესმენმა 3 ობიექტის გადაცემის სანაცვლოდ, ზუგდიდელ მაღალჩინოსნებს თანხა გადაუხადა. თუმცა ზუგდიდის მერმა და სხვა მაღალჩინოსნებმა დანაპირები ვერ შეასრულეს, რამაც ბიზნესმენის უკმაყოფილება გამოიწვია.

ჩანაწერში გოგია თანხის აღებას არ უარყოფს. გთავაზობთ ჩანაწერის სტენოგრამას, რომელიც “კურიერმა” მოიპოვა.

კვირკვია: მომისმინე. თქვენ, შენ და გულორდავამ ჩემი ყ… გამიკეთეთ. თქვენ გადამაგდეთ. დღესდღეობით. დღეისათვის… ფული აიღეთ და არაფერი გაგიკეთებიათ. სულ ესაა. არცერთი საქმე არ გაგიკეთებიათ…

გოგია: ვინ აიღო ფული?

კვირკვია: მომისმინე, 10 ათასი დოლარი გულორდავას მივეცი კონვერტით. ჩვენი ლაპარაკის შემდეგ. მომისმინე 11:00 საათზე გადავრიცხე ბანკით.

გოგია: ვის მიეცი?

კვირკვია: გულორდავას გადავურიცხე. ის შენი მოადგილეა. მან მითხრა. მომისმინე. მე უკვე ვთქვი. მომისმინე, იცი რა მითხრა, თქვენ რომ იცოდეთ, მე ვირთხა არ ვარო, ფული მაშინვე მივეციო. შენზე თქვა. ეს პირად საუბარში მითხრა.

გოგია: რატომ არ დაინტერესდი?

კვირკვია: არ დავინტერესდი, ის ხომ შენი მოადგილეა, ჩემი ხომ არ არის ?

გოგია: რატომ მიყვირი?

კვირკვია: იმიტომ რომ ნერვები აღარ მაქვს.

გოგია: დამშვიდდი.

კვირკვია: როგორ უნდა დავმშვიდდე. 4 თვეა, მარბენინებთ და ომი გამამართინეთ და ამასთან ერთად ფულის დარიგება წინასწარ მაიძულეთ. როგორ უნდა დავმშვიდდე?”

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018