ცოტნე გამსახურდია – “მომსახურე, ხელის ბიჭების ერის სტატუსი გვაქვს”

ცოტნე გამსახურდიამ ფეისბუქში დაწერა:

“მეგობართან დავწერე და აქაც გავიმეორებ:

მომსახურე, ხელის ბიჭების ერის სტატუსი გვაქვს მყარად დამკვიდრებული. მეორეც, აქ მთავარი საქმე იმაშია, რომ ქართველობა და საქართველო მსოფლიოში ჭამა-სმასთან, ჭაჭასთან, ნარკოლეგალიზაციასთან, ბორდელებთან და სათამაშო ინდუსტრიასთან ასოცირდება, როგორც ამას წერდა ბერლინური მედია ცოტა ხნის უკან.

კონტრასტისთვის დავწერ, რომ მსოფლიოში ჩვენი ბრენდი შეიძლებოდა ყოფილიყო განათლება, მაღალი ტექნოლოგიების მოზიდვა, კულტურა და ხელოვნება – ბოლობოლო! მაგრამ აქ ზოგი “ქვედა ჩაკრებს” ვერ აცდენია, ზემოთ ვერ ადიან  😜

და ეს ყველაფერი სულაც არ არის სასიხარულო. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თბილისიდან ხედავ ამ ყველაფერს და იცი, რა სიტუაციაა იმ რესტორნების და ბორდელების რეალობის მიღმა, თუ მაინცდამაინც ვინმე მოინდომებს იტალიელებს და მათ სამზარეულოს შეადაროს ეს ყველაფერი…”

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018