ხომალდი-მოჩვენება – მიანმას სანაპიროზე მიტოვებული ხომალდი იპოვეს

მიანმაში, იანგონის სანაპიროზე მეთევზეებმა იპოვეს კონტეინერების გადასაზიდი დაჟანგული ხომალდი, რომელშიც ვერც ადამიანი ნახეს და ვერც საკვები.

ხომალდი, რომელსაც სახელად Sam Ratulangi PB 1600 აწერია, 2001 წელსაა აგებული და სიგრძით 177 მეტრია.

„ხომალდი სანაპიროზე იდგა და ინდონეზიის დროშას ატარებდა“ – წერია იანგონის პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მიანმას მეზღვაურთა ფედერაციის ინფორმაციით, ხომალდს მნიშვნელოვანი ტექნიკური პრობლემა არ აქვს და მუშაობს. ის ბოლოს ტაივანის სანაპიროზე, 2009 წელს აღრიცხეს.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018