ჯარისკაცი ხვიჩა შარაშენიძე თ.ც.-ს გაუპატიურების მცდელობისთვის დააკავეს

ჯარისკაცი ხვიჩა შარაშენიძე თ.ც.-ს გაუპატიურების მცდელობისთვის დააკავესშსს-მ გაუპატიურების მცდელობისთვის ხვიჩა შარაშენიძე დააკავა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის პოლიციის სამმართველოს მე-11 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ხ.შ., გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 26 აგვისტოს ბრალდებულმა, 1988 წელს დაბადებული თ.ც.-ს გაუპატიურება სცადა. მსხვერპლმა ხ.შ.-ს წინააღმდეგობა გაუწია და ბრალდებულმა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა. იგი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხ.შ. მომხდარიდან მალევე დააკავა.
გამოძიება გაუპატიურების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლით მიმდინარეობს”- აღნიშნავენ გახარიას უწყებაში.

ხვიჩა შარაშენიძე თავდაცვის სამინისტრომ სამსახურიდან დაითხოვა.

როგორც “ქრონიკას” თავდაცვის სამინისტროში უთხრეს, გაუპატიურების საქმეს სამხედრო პოლიცია არ იძიებს, რადგან შემთხვევა არ მომხდარა მაშინ, როდესაც ის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. მიუხედავად ამისა, მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინსიტრომ ჯარისკაცს ბრალი წარუდგინა, ის სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ბრალდებული სამხედროს დამ Facebook-ზე პოსტი დაწერა, რომელშიც თავისი ძმის უდანაშაულობაზე წერს და ამბობს, რომ საქმე “შეკერილია”.

ფოტო: გურიის მოამბე