ავარია ახმეტაში – დაშავდა 2 ადამიანი

ავარია ახმეტაში - დაშავდა 2 ადამიანიახმეტის მუნიციპალიტეტში ავარიის დროს ორი ადამიანი დაშავდა. სოფელ ალავერდთან ერთმანეთს „ბე-ემ-ვეს“ და „მიცუბიშის” მარკის მანქანები შეეჯახა, რის შედეგად დაშავდა მძღოლი და მგზავრი. ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმის თქმით, ორივე დაშავებულს ტრავმული დაზიანებები, ლავიწის და მხრის ძვლის მოტეხილობები აქვთ.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ინტერპრესნიუსი