ამერიკელი მსახიობი ვანესა მარკესი პოლიციელმა მოკლა

ამერიკელი მსახიობი ვანესა მარკესი პოლიციელმა მოკლაამერიკელი მსახიობი ვანესა მარკესი პოლიციელმა საკუთარ სახლში მოკლა,- ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. უბედური შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც სახლის მეპატრონემ სამართალდამცველები გამოიძახა, რადგან მას ეჭვი გაუჩნდა, რომ მსახიობი შეუძლოდ იყო.

ადგილზე მისულმა პოლიციამ დაადასტურა, რომ მარკესს შეტევა ჰქონდა და სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოიძახა. მსახიობმა სამართალდამცველებს იარაღი დაუმიზნა,რასაც პოლიციელის მხრიდან საპასუხო გასროლა მოჰყვა. 49 წლის მსახიობი სასიკვდილოდ დაიჭრა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მარკესის კუთვნილი იარაღი პნევმატური იყო.

დაჭრილი მსახიობი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მიმდინარეობს გამოძიება.

ვანესა მარკესი მაყურებელს ცნობილი სერიალიდან „სასწრაფო დახმარება“ ახსოვს.

ინტერპრესნიუსი