აფეთქება ფოთში – 1 ადამიანი დაიღუპა, 3 დაშავდა – ვიდეო

აფეთქება ფოთში - 1 ადამიანი დაიღუპა, 3 დაშავდა - ვიდეო“კურიერმა” მოიპოვა ის კადრები, რომლებიც დღეს დილით ფოთში მომხდარ აფეთქებას ასახავს. როგორც ვიდეოკადრებში ჩანს, აფეთქებისას შემთხვვის ადგილზე რამდენიმე ახალგაზრდა იმყოფებოდა. სავარაუდოდ, აფეთქდა ხელყუმბარა, თუმცა ვინ,  რა ვითარებაში და რატომ მოიყვნა ის საბრძოლო მოქმედებაში, უცნობია.

ადგილობრივები ჰყვებიან, რომ აფეთქებამდე ახალგაზრდებმა ახლოს მდებარე მარკეტში ალკოჰოლური სასმელები შეიძინეს. ოდნავ მოგვიანებით კი აფეთქების ხმა გაისმა.

ადგილობრივებს არ აქვთ ინფორმაცია, ვინ არიან გარდაცვლილი ან დაშავებული ადამიანები.

„დღეს დილით თანამშრომლებმა დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ მოხდა ძლიერი აფეთქება, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. ეს ახალგაზრდები ამ უბანში არ ცხოვრობენ, თუმცა ჩვენთან, მიმდებარე ტერიტორიაზე ხშირად შეგვიმჩნევია,“-ამბობს მარკეტის მფლობელი.

შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი მძიმედ დაშავდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

https://www.facebook.com/rustavi2/videos/478914392607617/