აფხაზეთში არძინბას გამოსახულებით პირველი ქაღალდის ფული გამოუშვეს

აფხაზეთში არძინბას გამოსახულებით პირველი ქაღალდის ფული გამოუშვესოკუპირებულ აფხაზეთში ქაღალდის ფული გამოუშვეს, რომელზეც პირველი დე ფაქტო პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბაა გამოსახული. ე.წ. აფხაზეთის ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 500 აპსარის ნომინალის ბანკნოტის დამზადება საქართველოსთან „გამარჯვების“ 25-ე წლისთავს ეძღვნება.
„აფხაზეთის ეროვნული ბანკის“ ხელმძღვანელის, ბესლან ბარათელიას თქმით, ეს აფხაზეთის ისტორიაში პირველი ქაღალდის ფულია.

„გამოსახულების შექმნისას გამოყენებულია ტრადიციული აფხაზური ორნამენტი. ბანკნოტზე განთავსებულია აფხაზეთის სახელმწიფო დროშის შვიდი ვარსკვლავი, ასევე სახელმწიფო გერბი. მარცხენა კუთხეში მითითებულია ნომინალი „500 აპსარი“. მეორე მხარეზე გამოსახულია აფხაზეთის დროშა, ასევე სოხუმის არქიტექტურული კომპლექსის სილუეტი, რომელიც სიმბოლური ციხე-კოშკის და აფხაზეთის გერბის ფონზეა დატანილი“, – ნათქვამია ბანკის განცხადებაში.

ფული მიმოქცევაში 29 სექტემბერს, 10 ათასი ცალის ოდენობით ჩაეშვება.

30 სექტემბერს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა „1992 – 1993 წლების სამამულო ომში აფხაზი ხალხის გამარჯვების 25-ე წლისთავს“ აღნიშნავს.

ვლადისლავ არძინბა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი 1994-2005 წლებში იყო. ის 2010 წელს, 64 წლის ასაკში გარდაიცვალა.

რეგინფო