ბათუმში დააკავეს კ.კ., რომელსაც დედის დაჭრა ედება ბრალად

ბათუმში დააკავეს კ.კ., რომელსაც დედის დაჭრა ედება ბრალადშსს-ს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კ.კ. ბათუმში დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 29 სექტემბერს ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა დედას – 1963 წელს დაბადებულ მ.კ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

“სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებმა დაჭრილი მ.კ. საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს,” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს.

რუსთავი 2