ბათუმში მშენებარე სტადიონიდან 35 წლის კაცი ჩამოვარდა

ბათუმში მშენებარე სტადიონიდან 35 წლის კაცი ჩამოვარდადღეს, 12 სექტემბერს, ბათუმში, მშენებარე სტადიონიდან 35 წლამდე კაცი გადმოვარდა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, კაცს მრავლობითი დაზიანება აქვს და ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც რესპუბლიკურ საავადმყოფოში „ბათუმელებს“ უთხრეს, კაცს დაზიანებული აქვს ფილტვი და ნეკნები, მისი მდგომარეობა მძიმეა და ამ წუთებში ოპერაციას უტარებენ.

მშენებელი კომპანია „ანაგის“ ინფორმაციით, დაშავებული მშენებლობაზე ხელოსნად მუშაობდა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.