ბათუმში შვილმა დედა ყელში დაჭრა

ბათუმში შვილმა დედა ყელში დაჭრაგავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე, 50 წლამდე ქალს შვილმა ჭრილობა ყელის არეში დანით მიაყენა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. მეზობლების თქმით, დედა-შვილი ხშირად ჩხუბობდა.

როგორც სასწრაფო დახმარების ცენტრში განაცხადეს, ჭრილობა საკმაოდ სერიოზულია, დაჭრილი რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციის ცნობით, სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია.

იმედინიუსი