ბათუმში 30 წლის უცხოელი ქალი მე-5 სართულიდან გადმოვარდა

ბათუმში 30 წლის უცხოელი ქალი მე-5 სართულიდან გადმოვარდაბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე,  საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან ახალგაზრდა ქალი, სავარაუდოდ, გადმოვარდა. ის უცხო ქვეყნის მოქალაქეა და აჭარაში დროებით ცხოვრობს.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქალი ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა. მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებული თავდაპირველად გონზე იყო, თუმცა მოგვიანებით მისი მდგომარეობა დამძიმდა.

პაციენტი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

დაშავებული დაახლოებით 30 წლის არის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღები ჯგუფი შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში მუშაობს და მომხდარის დეტალებს აზუსტებს.