ბერ-მონაზონ გერასიმე კვარაცხელიას ბრალად ედება, რომ ყოფილ სიდედრს ჩანგლით კლავდა, ყოფილ ცოლს კი დანა ესროლა

ბერ-მონაზონ გერასიმე კვარაცხელიას ბრალად ედება, რომ ყოფილ სიდედრს ჩანგლით კლავდა, ყოფილ ცოლს კი დანა ესროლა35 წლის ბერ-მონაზონი გერასიმე კვარაცხელია დაკავებულია. ბერს გამოძიება ყოფილი ცოლის და სიდედრის განზრახ მკვლელობის მცდელობაა.

საქმის მასალების მიხედვით, სასულიერო პირი რამდენიმე დღის წინ სანზონაში ყოფილ სიდედრთან სახლში მივიდა და მისი არასრულწლოვანი შვილების წაყვანა სცადა.

ყოფილი სიდედრი ირწმუნება, რომ წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ ბერი მის მოკვლას გადატეხილი ჩანგლით აპირებდა, თუმცა, შემთხვევის ადგილიდან მიმალვა მოასწრო.

დაპირისპირების მიზეზად ყოფილი სიდედრი თანხას ასახელებს. მისი მტკიცებით, გერასიმე კვარაცხელია ყოფილ ცოლს პერიოდულად თანხას სძალავდა, უარის შემთხვევაში კი, მასზე სასტიკად ძალადობდა.

საქმის მასალების მიხედვით დგინდება, რომ სიდედრის ცემის შემდეგ, გაბრაზებული ბერი ყოფილი ცოლის ნაქირავებ სახლში მივიდა, ქალს ჩაუსაფრდა და არასრულწლოვანი შვილის თანდასწრების სამზარეულოს დანა ესროლა.

გერასიმე კვარაცხელია ქარელში ერთ-ერთ მონასტერში მსახურობდა. ის ბერად 6 წლის წინ რუის-ურბნისის მიტროპოლიტმა აკურთხა. საქმესთან დაკავშირებით მეუფე კომენტარს არ აკეთებს.

კურიერის ინფორმაციით, ბერი გერასიმე კვარაცხელია წარსულში 3-ზე მეტი მძიმე დანაშაულისთვის არის ნასამართლევი. სასულიერო პირი ახლა გლდანის მერვე დაწესებულებაში წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. ბერი დუმილის უფლებას იყენებს და გამოძიებას ჩვენებას არ აძლევს.

სასულიერო პირის საქმის არსებითი განხილვა საქალაქო სასამართლოში მომავალ თვეს გაგრძელდება. მანამდე კი საპატრიარქოში შეხვედრას მისი ყოფილი ოჯახის წევრები გეგმავენ.

რუსთავი 2