გორთან ბმვ მოტოციკლს შეეჯახა – მოტოციკლეტისტი დაიღუპა

გორთან ბმვ მოტოციკლს შეეჯახა - მოტოციკლეტისტი დაიღუპაავარია მოხდა ცოტა ხნის წინ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში, “ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, ერთმანეთს მოტოციკლეტი და BMW მარკის ავტომობილი შეეჯახნენ. მოტოციკლეტის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. ავტომობილის მძღოლი კი მსუბუქად დაშავდა.

როგორც შსს პრესსამსახურში განგვიცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ 276 – ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო.