გორში პოლიციელი სცემეს – ქალაქის ცენტრში სამართალდამცველები არიან მობილიზებული

გორში პოლიციელი სცემეს - ქალაქის ცენტრში სამართალდამცველები არიან მობილიზებული„ნიუპოსტის“ კორესპონდნეტის ცნობით, რამდენიმე მოქალაქემ პოლიციის თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. შემთხვევა გორში, ქალაქის მთავარ გამზირზე, სტალინის ქუჩაზე მოხდა. ადგილზე პოლიციის თანამშრომლები ამ წუთებშიც მუშაობენ. დამატებითი დეტალები უცნობია, შსს მომხდარის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას მოგვიანებით გეგმავს.