გორში 14 წლის გოგონა ფეხსაცმლის ზონრით დაახრჩვეს

გორში 14 წლის გოგონა ფეხსაცმლის ზონრით დაახრჩვესექსპერტ-კრიმინალისტები გორში, წმინდაწყლის დასახლებაში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. 14 წლის გოგონა საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. ერთ-ერთი ვერსიით, ის ფეხსაცმლის ზონრით არის დამხრჩვალი. გამოძიება გარდაცვალების სხვა შესაძლო ვერსიებზეც მუშაობს. გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, თუმცა გამორიცხული არ არის, ის გადაკვალიფიცირდეს.

რუსთავი 2