დიეგო კოშტა: ”გვსურს რომ რეალი დავამარცხოთ”

დიეგო კოშტა: ”გვსურს რომ რეალი დავამარცხოთ”მადრიდის ატლეტიკოს ფორვარდმა დიეგო კოშტამ რეალთან შეხვედრის თაობაზე ისაუბრა და თქვა რომ რეალი ატლეტიკოსთვის განსაკუთრებული მეტოქეა და ისინი ყველაფერს გააკეთებენ მის დასამარცხებლად:
”რეალი კვლავინდებურად ძლიერია, მაგრამ ჩვენ ვიცით როგორ უნდა ვიმოქმედოთ მათ წინააღმდეგ. ატლეტიკოს ყველა ფეხბურთელს სურს რეალის დამარცხება. ბოლო შეხვედრები კარგად ჩავატარეთ და რეალთან სათამაშოდ მზად ვართ”–განაცხადა დიეგო კოსტამ.
რეალისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება, რადგან ბოლო თამაში მათ სევილიასთან 0:3 წააგეს.