დონალდ ტრამპი რუსეთსა და ირანს აფრთხილებს

დონალდ ტრამპი რუსეთსა და ირანს აფრთხილებსაშშ-ის პრეზიდენტი მოუწოდებს მოსკოვსა და თეირანს, არ მიიღონ მონაწილეობა ქალაქ იდლიბზე ბაშარ ასადის თავდასხმაში, – ეს განცხადება ტრამპმა მიკრობლოგ Twitter-ში დაწერა.

„რუსები და ირანელები სერიოზულ ჰუმანიტარულ შეცდომას დაუშვებენ, თუ მონაწილეობას მიიღებენ პოტენციურ ადამიანურ ტრაგედიაში. ასობით ათასი ადამიანი შეიძლება მოკლან. არ დაუშვათ, რომ ეს მოხდეს“, – განაცხადა ტრამპმა.

აგვისტოში გაერო-ს უშიშროების საბჭომ მიიღო განცხადება, რომელშიც იდლიბზე შეტევისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა სირიის ხელისუფლებას. ჰუმანიტარული ორგანიზაციების თქმით, რეგიონში 3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და სირიის არმიის საბრძოლო მოქმედებები ამ ადამიანებს საფრთხეს შეუქმნის.

7 სექტემბერს ირანში დაგეგემილია სამმხრივი სამიტი, რომელზეც ირანი, რუსეთი და თურქეთი სირიაში კონფლიქტის დარეგულირებაზე იმსჯელებენ. საფრანგეთმა მოუწოდა სამიტის მონაწილეებს, მოახდინონ ზეწოლა პრეზიდენტ ასადზე, რათა მან იდლიბზე შეტევისგან თავი შეიკავოს.