დუგლას კოშტა: ”ჩემი საქციელი ამაზრზენი იყო”

დუგლას კოშტა: ”ჩემი საქციელი ამაზრზენი იყო”ტურინის იუვენტუსის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა დუგლას კოშტამ სასუოლოსთან მატჩში მეტოქე გუნდის მოთამაშეს სახეში შეაფურთხა რის შემდეგაც ის მოედნიდან გააძევეს. მატჩის შემდეგ კოშტამ განაცხადა რომ მისი საქციელი არ იყო გამართლებული და მან დიდი შეცდომა დაუშვა:
”მინდა ყველას ბოდიში მოვუხადო, რადგან ჩემი საქციელი ამაზრზენი იყო და გამართლება არა აქვს. პირობას ვდებ რომ მსგავსი რამ მომავალში აღარ განმეორდება”–განაცხადა დუგლას კოშტამ.
იუვენტუსის მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა რომ კოშტა თავისი საქციელის გამო აუცილებლად დაისჯება.