დუშეთთან სატვირთო მსუბუქ მანქანას დაეჯახა – დაიღუპა სომხეთის 1 მოქალაქე, დაშავდა სომხეთის 4 მოქალაქე

დუშეთთან სატვირთო მსუბუქ მანქანას დაეჯახა - დაიღუპა სომხეთის 1 მოქალაქე, დაშავდა სომხეთის 4 მოქალაქეავარია მოხდა დუშეთის მუნიციპალიტეტში – ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები შეეჯახნენ.

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაიღუპა. ის სომხეთის მოქალაქე იყო.

შეჯახების შედეგად დაშავდა სომხეთის 4 მოქალაქე, მათ შორის, 2 წლის ბავშვიც. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დუშეთის რაიონულ კლინიკაში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

რუსთავი 2