დღეს შავი ზღვის სანაპიროზე 3-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი

დღეს შავი ზღვის სანაპიროზე 3-ბალიანი შტორმია მოსალოდნელიდღეს შავი ზღვის სანაპიროზე 3-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.

ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. ტალღების სიმაღლე პერიოდულად 3 მეტრს მიაღწევს. ზღვაზე გამოცხადებულია საშტორმო მდგომარეობა.

„შავ ზღვაში ბანაობა აკრძალულია. ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაში ბანაობა ნებადართული იქნება. ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს. გთხოვთ, დაემორჩილოთ მაშველების რეკომენდაციებს. აკრძალვა მოქმედებს 9 სექტემბრის 10:00 საათამდე“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.