ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი თანამდებობას ტოვებს

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი თანამდებობას ტოვებსსაქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი თანამდებობას ტოვებს.

Bm.ge-ის ინფორმაციით, ის ეკონომიკის სამინისტროდან საკუთარი სურვილით მიდის.

გიორგი ჩერქეზიშვილი საქმიანობას კერძო სექტორში გააგრძელებს.

Bm.ge ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც აღნიშნული არ დაადასტურეს.

“ჯერჯერობით, არ ვადასტურებთ. გიორგი ჩერქეზიშვილი შვებულებაშია”, – განაცხადეს სამინისტროში.

გიორგი ჩერქეზიშვილს 2017 წლის მარტიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა. დაახლოებით, ერთი თვის განმავლობაში კი, იყო საქართველოს ეკონომიკის მინისტრიც (20.06.2018-15.07.2018).

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიას, გიორგი ჩერქეზიშვილის ჩათვლით, 6 მოადგილე ჰყავს. მათგან ორი – ნათია თურნავა და ნინო ენუქიძე თანამდებობებზე ქობულიამ დანიშნა.