ეკონომიკის სამინისტრო – ”სიცრუეა, რომ ჰესების მშენებლობა შუქის ფასს კატასტროფულად შეცვლის”

ეკონომიკის სამინისტრო - ”სიცრუეა, რომ ჰესების მშენებლობა შუქის ფასს კატასტროფულად შეცვლის”ეკონომიკის სამინისტრო ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყებაში განმარტავენ, რომ რიგი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ჰესების მშენებლობის შედეგად ელექტროენერგიის ტარიფები კატასტროფულად შეიცვლება, მტკნარი სიცრუეა და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

“რეალურად, დაახლოებით ერთი წლის წინ, მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა მოამზადეს სამუშაო ხასიათის რეკომენდაციები, რომელიც შიდა მოხმარებისთვის იყო განკუთვნილი და არ იყო საბოლოო დასკვნა. რეკომენდაციები გულისხმობდა მხოლოდ ერთ ასპექტს – ფისკალურ ანალიზს.

ჩვენი ხელისუფლების პირობებში ენერგეტიკის სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და მასშტაბურია უცხოელი ინვესტორებისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან დიდი სერიოზულობითა და სიფრთხილით ვეკიდებით მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ფასის საკითხებს.

შესაბამისად, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ ენერგეტიკის სექტორის განვითარების ოპტიმალურ სტრატეგიაზე, რათა, ერთი მხრივ, მოსახლეობის ინტერესები იყოს დაცული, მეორე მხრივ კი კიდევ უფრო განმტკიცდეს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა”, – ნათქვამია განცხადებაში.

ბიემჯი