ერნესტო ვალვერდე: ”ბარსელონას რთული პერიოდი აქვს”

ერნესტო ვალვერდე: ”ბარსელონას რთული პერიოდი აქვს”ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ განაცხადა რომ ბარსელონას რთული პერიოდი აქვს და გუნდმა ეს კრიზისი უნდა დაძლიოს. ვალვერდემ ეს განცხადება ლეგანესთან მარცხის შემდეგ გააკეთა:
”ეს შეხვედრა არ უნდა წაგვეგო, რადგან მატჩის სადავეებს ვაკონტროლებდით, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება და სამწუხაროდ დავმარცხდით. ამჟამად ბარსელონას რთული პერიოდი აქვს, მაგრამ მჯერა რომ ამას მალე დავძლევთ”–განაცხადა ვალვერდემ.
აღსანიშნავია რომ ბარსელონა მაინც პირველ ადგილზეა, რადგან რეალი ასევე დამარცხდა სევილიასთან.