ერნესტო ვალვერდე: ”მესის მოედანზე ყველაფერი შეუძლია”

ერნესტო ვალვერდე: ”მესის მოედანზე ყველაფერი შეუძლია”ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ განაცხადა რომ მესისთვის სამი გოლის გატანა ჩვეულებრივი მოვლენაა და ეს უკვე აღარავის უკვირს. ვალვერდეს აზრით მესი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია:
”პსვ-მ პირველი ტაიმი კარგად ითამაშა და მათ ღირსეული წინააღმდეგობა გაგვიწიეს, თუმცა მეორე ტაიმში მესიმ საოცრებები აკეთა. მისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია და ეს არავის უკვირს. ლეომ ყველა მიაჩვია თავის საოცარ თამაშს”–განაცხადა ერნესტო ვალვერდემ.
ბარსელონამ პსვ 4:0 დაამარცხა, ხოლო მესიმ კი სამი გოლის გატანა შეძლო.