ვასილ სოფრომაძე: „კარფურთან ომი მიწევს“

ვასილ სოფრომაძე: „კარფურთან ომი მიწევს“ვასილ სოფრომაძემ  ბიზნესკარიერა სანქტ-პეტერბურგში დაიწო როგორც ელიტური უძრავი ქონების მენაშენემ. დღეს ის  4 ქვეყანაში ცხოვრობს – რუსეთის გარდა მისი ინტერესების სფეროში შედის საქართველო, საფრანგეთის ლაჟვარდოვანი სანაპირო, სადაც ის აშენებს ვილებს რუსებისთვის და ინგლისი, სადაც მისი ოჯახი ქმნის სწრაფი კვების ქსელს.

2007 წლამდე თქვენ წარმატებით მონაწილეობდით სანქტ-პეტერბურგის ცენტრალური ნაწილის განაშენიანებაში, მერე, მოულოდნელად,  შეწყვიტეთ საქმიანობა და გადაერთეთ ევროპაზე. რა  მოხვდა?

არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ დავიღალე – არ შეიძლება ადამიანმა მუდმივად აკეთოს რაღაცა, ყოველ დღე უკეთესად და უკეთესად. თანაც მე მივეჩვიე იმას, რომ უნდა გავაკვირვო ხალხი, რითი შემიძლია  გავაკვირვო დღეს სანქტ-პეტერბურგი? ადამიანებს არ სურთ გაკვირვება, მათ უნდათ გასაგები ბინები, გასაგებ სახლებში, გასაგები მომსახურებით. ეს კი ჩემი საქმე არაა.

მეორე ფაქტორია ის, რომ ჩემმა შვილებმა მიიღეს განათლება ლონდონში და გადაწყვიტეს იქ ბიზნესის წარმოება. მათ დასახმარებლად დავიწყე პროექტების ძებნა უცხოეთში.

სანქტ-პეტერბურგში  ჩემი აქტივების დიდი ნაწილი გავყიდე, თუმცა ნაწილი დავიტოვე. მაგალითად, ჩემი კერძო ქონება  არ გამიყიდია და როდესაც ჩავდივარ პეტერბურგში, ვცხოვრობ ჩემს ბინაში, გადავადგილდები ჩემი მანქანით, ვმუშაობ ჩემს ოფისში.

მე ვარ რუსეთის მოქალაქე და მაქვს ბინადრობის უფლება საქართველოში, გადასახადებს რუსული ბიზნესიდან დღესაც ვიხდი რუსეთში.

სანქტ-პეტერბურგის უძრავი ქონების ბაზარზე დაბრუნებას არ ვგეგმავ. დღეს ჩემი ძირითად ბიზნეს -აქტივობა დაკავშირებულია საქართველოსთან. აქ მე თავისუფალი ვარ და ეს ძალიან მსიამოვნებს თუმცა, ჩემში ისევ ორი ადამიანი ცოცხლობს – ვასია პიტერიდან და ვასო თბილისიდან. ეს ალბათ არასდროს არ შეიცვლება.

საქართველოში თქვენ ანვითარებთ ჰიპერმარკეტების ქსელ „ფრესკოს“. საკმაოდ მოულოდნელი გადაწყვეტილებაა ელიტური უძრავი ქონების შემდეგ.

რითეილი უცბად არ დამიწყია. საქართველოშიც პირველი 7 წელი ვმუშაობდი ზუსტად ელიტური უძრავი ქონების ბაზარზე. ავაშენე რამდენიმე სახლი მთაწმინდაზე და კარგადაც გავყიდე.

მქონდა იდეა, გადამექცია მთელი რაიონი ფეშენებელურად, თუმცა არ გამოვიდა. პეტერბურგში კულტურულ მემკვიდრეობაზე კონტროლი – საბავშვო ბაღია საქართველოსთან შედარებით, სადაც მუშაობს უამრავი ქალაქდაცვითი ორგანიზაცია. მათ შორის ბევრი ცდილობს ამ საქმიანობით ფულის შოვნას, მე კი ფულის გადახდა არ მინდა.

ამიტომაც,  საცხოვრებელი უძრავი ქონების თემა სამუდამოდ დავხურე. დღეს მე მაინტერესებს მხოლოდ კომერციული ფართები და პირველ რიგში – რითეილი.

რას წარმოადგენს თქვენი ჰიპერმარკეტების ქსელი?

5 წლის მანძილზე თბილისში ავაშენე 8 მარკეტი –ფრესკო , რაშიც ჩავდე 50 მლნ. დოლარი. უახლოეს პერიოდში ავაშენებთ კიდევ 2-ს – იმისთვის, რომ მოვიცვათ თბილისის ათივე რაიონი.

ყველა ჰიპერმარკეტს ვაშენებთ ჩვენით. ისინია ჩემი საკუთრება და ჩემი სიამაყე. საკმაოდ დიდი ობიექტებია – მინიმუმ  5.000 კვ..მ, ყველა ერთსართულიანია  – საქართველოში ასეთი ფორმატი ყველაზე მოთხოვნადია.

მაგრამ ყოველი მათგანი არის ხელოვნების ნიმუში და არა უბრალოდ ანგარი დახლებით.

მაგალითად, ქალაქის ერთ-ერთ ისტორიულ რაიონში ავაშენე მარკეტი ძველი თბილისური აგურით, რომელიც ვიყიდე შენობების დაშლის დროს. არავის არ დაუძალებია ჩემთვის ამის გაკეთება, უბრალოდ გადავწყვიტე, რომ ასე იქნებოდა სწორი. ადამიანები კი აფასებენ სილამაზეს, კომფორტს და სერვისს.

თქვენი ქსელი ყველაზე დიდია თბილისში?

ადგილობრივებს შორის კი. 2017 წელს ჩვენი ბრუნვა იყო 100 მლნ. დოლარი – ეს იგივეა, რაც აქვს საქართველოში  „კარფურს“. დღეს საქართველოში ყველაზე დიდი და ძლიერი ქსელი სწორედ „კარფურია“, რომელთანაც მიწევს ომი.

წინა ხელისუფლებამ გაათავისუფლა ისინი დღგ-სგან, ოღონდ შემოსულიყვნენ საქართველოში, დღევანდელმა ხელისუფლებამ კი გაახანგრძლივა ეს შეღავათი, თუმცა ადრე თუ გვიან ის დასრულდება და იქნება სამართლიანი კონკურენცია,  რომელშიც ისინი წააგებენ. იმათ ჩემი ეშინიათ და ეს სწორია მათი მხრიდან.

მუშაობთ თუ არა თბილისის გარეთ?

ჯერ არა. თუმცა გვინდა ავაშენოთ 5-6 ჰიპერმარკეტი დიდ ქალაქებში  და ამით გავჩერდებით. პატარა ქალაქებს დიდი მარკეტები არ სჭირდებათ, მე კი არ მაინტერესებს პატარა მაღაზიების ბიზნესი.

არის ქართულ სამომხმარებლო ქცევაში რამე განსაკუთრებული?

ძალიან ბევრი. ქართველები ამაყი და წუნია ხალხია, მაგალითად, დღეს თბილისში 1 კილო კარტოფილი ღირს 1,2 ლარი. მე ძალიან ბევრი ვიშრომე –  გავაგზავნე სატვირთო მანქანები სოფლებში, შევამცირე მოგების მარჟა 3-4%-დე და ჩამოვიტანე კარტოფილი 50 თეთრად. მეგონა, რომ მთელი პარტია გაიყიდებოდა რამდენიმე საათში.

თუმცა, 3 დღეში გავყიდე მხოლოდ 30%. ქართველებმა თქვეს – „ეს რა ჯანდაბაა? თუ ფასი ასეთი დაბალია, ესე იგი კარტოფილიც არ ვარგა“.

ასე, რომ აქ დემპინგი ყოველთვის არ მუშაობს, რუსეთისგან განსხვავებით.

კიდევ ერთი – თუ შენი კომპანიის თანამშრომლები ეტყვიან ნათესავებს და ახლობლებს, რომ სამსახურში იჩაგრებიან – შესაძლებელია, ნახევარმა ქალაქმა ბოიკოტი გამოგიცხადოს. რუსეთში ასეთი რამ გამორიცხულია – თუ მაღაზია კარგია, არავის ანაღვლებს ასეთი დეტალები.

არის კიდევ ერთი თავისებურება – აქ მაღაზიები მკვეთრად არის გაყოფილი კატეგორიებად – ღარიბებისთვის და შეძლებულებისთვის. ყველა დადის მხოლოდ თავისი სტატუსისთვის შესაფერის მაღაზიაში.

თქვენი ქსელი რომელი კატეგორიისაა?

ის ერთადერთია ყველასთვის, ჩემთან დადიან მინისტრებიც და მძღოლებიც. თუმცა ეს არ იყო ადვილი. ელიტა მოვიდა ჩემთან მხოლოდ მე-4 წელს. ამას დიდად არ უმოქმედია ქსელის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, თუმცა შემატა მას პრესტიჟულობა.

საქართველოში იცით როგორაა? თუ იტყვიან, რომ ძია ვანოს ხინკალი საუკეთესოა ქალაქში – ყველა იქ დადის. დღეს ითვლება, რომ „ფრესკოში“ საუკეთესო ხორცია, ამიტომაც ხორცის საყიდლად დადიან ჩემთან.

აკეთებთ თუ არა აქცენტს ადგილობრივ პროდუქციაზე?

ყოველ ჩემს მარკეტში იყიდება დაახლოებით 15 000 დასახელების პროდუქცია, კვების პროდუქტების 75% ადგილობრივია, დანარჩენი ძირითადად იმპორტულია.  თუმცა, დღეს საქართველოში ბევრი გლობალური კომპანია ხსნის ქარხნებს და მალე ამ პროდუქციის ნაწილიც იქნება ადგილობრივი.

აი მაგალითად,  აქ უკვე მუშაობს რამდენიმე ლუდის მსოფლიო ბრენდის ქარხანა – ოღონდ ვერ გავიდე, როგორ – ქართველებს უყვართ საკუთარი ლუდი და თითქმის არ სვამენ უცხოურს.

არის თქვენს ქსელში რუსული პროდუქცია?

თუ რუსული ქსელები შეეცდებიან შესვლას საქართველოში – აქვთ თუ არა მათ წარმატების შანსი?

შემოვიდნენ. საქართველო ღია ქვეყანაა. სხვათა შორის, რუსულ ქსელ „მაგნიტს“ აქ უკვე აქვს რამდენიმე მაღაზია, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ ძალიან წარმატებული.

აქ საქმე იცით რაშია? უნდა დაემთხვე მომხმარებელს. მე დიდხანს ვერ ვგებულობდი როგორც უნდა მემუშავა აქ, ჩემი ქართული წარმოშობის მიუხედავად. მიწევდა ადგილობრივი სერიალების ყურება იმისთვის, რომ უკეთესად გამეგო აქაური საზოგადოება. ბოლომდე მაინც ვერ გავიგე.

მე ვარ რუსი ბიზნესმენი. როგორ აზროვნებს რუსი მომხმარებელი? „არ არის ის ძეხვი, რომელიც უნდა? არაუშავს,  შეჭამს სხვას“. აქ კი ასე არაა. თუ არაა – სხვას არ იყიდის. ივლის და იწუწუნებს, სანამ არ გამოჩნდება ის, რაც მას უნდა.

იმისთვის, რომ არ დაკარგო ეს კონკრეტული კლიენტი – მიდიხარ მიმწოდებელთან და შემოგაქვს ის საქონელი, რომელსაც ეს კაცი ელოდება. ამაშია წარმატების საიდუმლო.

ეს არ ნიშნავს რომ რუსული ბიზნესმიდგომა ცუდია – პირიქით, მე ის ძალიან მომწონს – მკაცრი, პრაგმატული და გასაგები. თუმცა საქართველოში ის არ მუშაობს. ამიტომაც  აქ მუშაობა ძალიან უჭირთ უცხოელ რილეითერებს.  აქ წარმატება მოდის მხოლოდ დიდი დანაკარგების და აზროვნების შეცვლის გზით.

როგორია სოფრომაძის წარმატების ფორმულა?

ის ძალიან მარტივია – „ მიეცით ხალხს ის, რაც მათ სურთ და ისინი მოგცემენ თქვენ ფულს“.

არასდროს არ დამიწერია ერთ გვერდზე დიდი ბიზნესგეგმა, არ შემისწავლია ბაზარი, არ ვყოფილვარ დაკავებული მარკეტინგით.

თუმცა, პროექტებს ვზრდიდი წლობით და ამას ვაგრძელებ დღესაც.

ბოლოს დავუმატებდი ერთ თეზისს – „გინდა იყო კარგად? არ იმეგობრო ხელისუფლებასთან და გადაიხადე გადასახადები“ – ეს ფორმულა ნამდვილად მუშაობს.

კომერსანტი