თბილისის გეზ-თან აქცია გრძელდება – მძღოლებს იქაურობა ჩახერგილი აქვთ

თბილისის გეზ-თან აქცია გრძელდება - მძღოლებს იქაურობა ჩახერგილი აქვთ17 სექტემბრის 16:00 საათიდან ამ დრომდე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში „გეზი თბილისი“ შეწყვეტილია სამუშაო პროცესი.

გეზის ტერიტორიაზე, აქციის მონაწილე ხორბლის იმპორტიორებს ავტომანქანებით აქვთ ჩახერგილი როგორც გეზის მიმდებარე ტერიტორია, ასევე, უშუალოდ გეზ-ის ტერიტორიიდან გამოსასვლელი ნაწილი.

გუშინ, მძღოლებსა და ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ლერი ბარნაბიშვილს შორის მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა.

აქციის მონაწილეები თბილისის გეზის ტერიტორიაზე რჩებიან და აცხადებენ რომ დღეს დღის ბოლომდე დაელოდებიან გადაწყვეტილებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი რუსთაველის გამზირის გადაკეტვას გეგმავენ.

შეგახსენებთ, რომ მძღოლები ფინანსთა მინისტრის იმ გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ხორბლის იმპორტი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით იკრძალება.

ბიემჯი