თბილისში, გალაკტიონის ხიდიდან, მოქალაქე მტკვარში გადახტა – “ხიდზე ქალი იდგა, რომელიც გადახტომას აპირებდა”

თბილისში, გალაკტიონის ხიდიდან, მოქალაქე მტკვარში გადახტა - "ხიდზე ქალი იდგა, რომელიც გადახტომას აპირებდა"თბილისში, გალაკტიონის ხიდიდან მოქალაქე მდინარე მტკვარში გადახტა. ამ წუთებში ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

„ამ წუთებში მიმდინარეობს მდინარის ზედაპირის და მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერება. სამძებრო ღონისძიებებში ჩართულია სპეციალური სამაშველო ტექნიკა. მობილიზებულია ორი სამაშველო ჯგუფი, ასევე საპატრულო პოლიცია. იმის გამო, რომ ღამეა და ცუდი ხილვადობაა, პროცესში არ ჩართულან მყვინთავები“,- განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურში.

როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შეტყობინება შევიდა მოქალაქისგან, რომელმაც განაცხადა, რომ ხიდზე იდგა ქალი, რომელიც გადახტომას აპირებდა, თუმცა გადახტა თუ არა, მოქალაქე ამბობდა, რომ ეს აღარ შეუნიშნავს. უწყების ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.