თურქეთში ავტობუსი გადაბრუნდა – დაიღუპა 7, დაშავდა 28 ადამიანი

თურქეთში ავტობუსი გადაბრუნდა - დაიღუპა 7, დაშავდა 28 ადამიანითურქეთის ცენტრალურ ნაწილში ავარიას სულ მცირე 7 ადამიანი ემსხვერპლა, 28 კი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

შემთხვევა აფიონ-ყარაჰისარის პროვინციაში მოხდა. სამგზავრო ავტობუსი ჯერ დაუდგენელი მიზეზით გზიდან გადავიდა და გადაბრუნდა.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.

იმედინიუსი