იაპონიაში 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

იაპონიაში 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდამიწისძვრა იაპონიაში, კუნძულ ჰოკაიდოზე მოხდა. ადგილობრივი სეისმოლოგების ცნობით მიწისძრვა 7 მაგნუტუდის სიმძლავრის იყო. ამ ეტაპისთვის დაშავებულისა და ზარალის შესახებ ცნობა არ ვრცელდება.

იმავდროულად, იაპონიაში ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერ ტაიფუნს „ჯების“ ებრძვიან. ბოლო მონაცემებით, სტიქიას ათამდე ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარე ორი ძირითადი ქალაქი კიოტო და ოსაკა მნიშვნელოვნად დაზარალდა. სტიქიის გამო, ქვეყანაში საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლა შეწყდა. სტიქიური უბედურების ზონიდან მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.