იტალიაში ქართველი მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს

იტალიაში ქართველი მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავესიტალიური მედიის ცნობით, 1 სექტემბერს, ქალაქ ავეტრანაში კარაბინიერებმა დააკავეს 40 წლის ქართველი, რომელიც მანამდე საფრანგეთში ცხოვრობდა.

გამოძიების ინფორმაციით, ქართველის მიერ დაქირავებულ ბინაში სახლის მეპატრონე ქალი და მისი მეგობარი კაცი მივიდნენ. მათ გ.ბ. ს ქირის გადახდა მოთხოვეს. სიტყვიერი შელაპარაკება მალევე გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში და გ.ბ. დანით დაესხა თავს გერმანიის მოქალაქეს და ჭრილობა ყელის არეში მიაყენა.

ნიუპოსტი