„კაკი, ხელი გაუქნიე იმას, ვისთვისაც ასაქნევი გაქვს”- დაპირისპირება “ოცნების” დეპუტატებს შორის

„კაკი, ხელი გაუქნიე იმას, ვისთვისაც ასაქნევი გაქვს"- დაპირისპირება "ოცნების" დეპუტატებს შორისხმაურია ამ წუთებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, სადაც სლოტ კლუბებში თამბაქოს მოწევის შესაძლო დაშვების საკითხი განიხილება. საკითხს პრინციპულად ეწინააღმდეგება „ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი. საწინააღმდეგო მოსაზრება აღმოაჩნდა უმრავლესობის წევრს, აკაკი ზოიძეს.
„საკუთარ ლოგიკას ეწინააღმდეგებით. პატარაში თუ რჩება აკრძალვა, დიდში რატომ არ რჩება? ნუ აკეთებთ ამ საქმეს, გეუბნებით მე თქვენ. კაკი, ხელი გაუქნიე იმას, ვისთვისაც ასაქნევი გაქვს“, – მიმართა ლევან გოგიჩაიშვილმა აკაკი ზოიძეს და დეპუტატ ლევან კობერიძეს.

„ნუ ეჭიდავებოდა რაღაც სისულელეზე“- მიმართა ზოიძემ თანაგუნდელ გოგიჩაიშვილს.

სხდომაზე სიტუაცია კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განმუხტა.