”კობაური დაბალია, რაიან სმიტი კი იყო მაღალი და სიკვდილამდე კომუნიკაცია ჰქონდა სხვა პირთან” – ადვოკატის სკანდალური განცხადება

”კობაური დაბალია, რაიან სმიტი კი იყო მაღალი და სიკვდილამდე კომუნიკაცია ჰქონდა სხვა პირთან” - ადვოკატის სკანდალური განცხადებასმიტების მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ საქმეზე სამხარაულის ექსპერტიზის ახალი დასკვნა მომზადდა, სადაც ახალი გარემოებები გამოვლინდა, რაც მალხაზ ბექაურის უდანაშაულობას ადასტურებს.

ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ სმიტებს სხვადასხვა დაზიანება სიცოცხლეში ჰქონდათ მიღებული. ტყვიის ტრაექტორიიდან გამომდინარე კი, გასროლა კობაურს არ განუხორციელებია.

“მას სიცოცხლეში აღენიშნებოდა ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობები მუცლის არეში, ფეხებში, წვივებში. იარაღი აქვს ნასროლი ქვემოდან ზემოთ კი არა, არამედ ზემოდან ქვემოთ. ეს კი მიუთითებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ რაიან სმიტი კობაურს არ მოუკლავს. მათი ფიზიკური, პროპორციული მდგომარეობა რომ შევადაროთ, კობაური დაბალია, ცხონებული კი იყო მაღალი. აშკარაა, რომ სანამ ის გარდაიცვლებოდა კომუნიკაცია ჰქონდა სხვა პირთან”- აღნიშნა ადვოკატმა.

ნიუპოსტი